მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს, - ამის შესახებ „MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“ - წერს უილსონი.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.