"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა კაფეში ყოფნის დროს მიაყენეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.