საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ აგრესორი სახელმწიფო დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად, მაკრონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებისადმი ერთგულება, თუ რუსეთი დაადასტურებს, რომ „მშვიდობისთვის მზად არ არის“.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ეს ამერიკელებისთვის „ნდობის ტესტი“ იქნება.
„რუსეთმა თუ დაადასტურა, რომ ის არ არის მზად მშვიდობისთვის, ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ეს არის ნდობის ტესტი ამერიკელებისთვის. 48 საათის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ“, – განაცხადა მაკრონმა.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროპულ პოზიციაზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „[ევროპული ქვეყნების პოზიცია] თანმიმდევრული და სანდოა... ჩვენ არ შევცვლილვართ, ჩვენ კვლავ გვჯერა საერთაშორისო წესრიგის, თანამშრომლობის, ღია ვაჭრობისა და წესების პატივისცემის“.