რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც კოალიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.
„"კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.
როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს.