საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც "მთავარი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაზარალებული შუახნის მამაკაცია, რომელსაც დამნაშავემ ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები და ადგილიდან მიიმალა.