რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა.
„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რუსეთს „ძალიან ცუდი რამ“ დაემართება, მე მხოლოდ ერთი ნამდვილი ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!” - წერს მედვედევი Х-ზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა: „პუტინი ცეცხლს ეთამაშება“.