პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე წარდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილს მხარი დაუჭირა.
კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყარეს კენჭი და 89 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
არჩილ კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
უზენაეს სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტური 2025 წლის 30 დეკემბრიდან ხდება.