ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი, 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები ულოცავენ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას.