გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნა, კრემლის საჰაერო ტერორიზმის ზრდაზე კანონზომიერი პასუხია.
ორშაბათს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების უფლება მისცეს.
საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნისნული გადაწყვეტილება „საკმაოდ სახიფათოა“ და პოტენციურად ეწინააღმდეგება „ჩვენს მისწრაფებებს პოლიტიკური მოგვარებისკენ“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი რამდენჯერმე მიიწვიეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა მან უარი თქვა.
„ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ ასეთ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა“, - დასძინა ვადეფულმა.
ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Taurus-ის მიწოდებებთან დაკავშირებული სპეკულაციების ფონზე, გაიმეორა ფედერალური მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ბერლინი კონკრეტულ შეიარაღების სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.
„ჩვენ არ მივცემთ... პუტინს შესაძლებლობას, გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რას ვაკეთებთ“, - განაცხადა ვადეფულმა.