26 მაისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.
„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება.
ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მიმართავს. მანამდე კი გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც "ფედერალისტების", "ტაბულასა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ არის ორგანიზებული.
დღის განმავლობაში რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.
ფოტო - MOSE