მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. ამის შესახებ სანდუმ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს”, - წერს სანდუ.