საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. უნდა გამოიძიონ გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ხელახლა უნდა დაიწყოს ძალიან საჭირო „რეფორმების პროცესი“.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზასთანაა დაკავშირებული.“ ნათქვამია სამი ევროპული ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.