რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადებით, ჩერკასის, კიევისა და ვინიცის ოლქების წინააღმდეგ რაკეტები გაუშვეს. ოკუპანტებმა დრონებით შეტევა განახორციელესუკრაინის რამდენიმე ოლქზე.
მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინას 355 დრონით შეუტია, რომლებიც გაშვებული იქნა ბრიანსკიდან, მილეროვოდან, კურსკიდან, ორელიდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარიდან, ასევე ანექსირებული ყირიმიდან.
გარდა ამისა, რუსებმა გამოიყენეს Х-101-ის ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა., რომელიც გაუშვეს Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული თვითნფრინავებიდან.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინულმა დანაყოფებმა ყველა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს და 288 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გაანეიტრალეს.