ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, თავისუფლების, დემოკრატიის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს“, – წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.