უკრაინული მედიის ცნობით, 25 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმისას გამოიყენამოიერიშე დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.
კიევის ოლქში რუსული საჰაერო ძალების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა რეგიონის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების დაზიანება დაფიქსირდა ბროვარის, ბელოცერკოვის, ბუჩანისა და ობუხოვის რაიონებში.
ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, საგამოძიებო ჯგუფები და ექიმები.
ასევე რუსულმა რაკეტამ ტერნოპოლის სამრეწველო ზონას დაარტყა, რამაც ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა საცხობრებელი სახლების ფასადები.
გასულ ღამეს, რუსული დრონი მიკოლაევში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა, კიდევ სამი კი დაზიანდა.
25 მაისის ღამეს, რუსეთიდან სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოექცა ხმელნიცკის ოლქიც.
თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა.