დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მეცხრე შვილი შეეძინა.
60 წლის პოლიტიკოსს და მის მეუღლეს, კერის, მეოთხე შვილი - გოგონა, პოპი შეეძინათ.
37 წლის კერიმ, ქალიშვილის დაბადების შესახებ ინსტაგრამზე დაწერა და ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
კერი ბორის ჯონსონის მესამე ოფიციალური ცოლია.
წყვილი 2021 წელს დაქორწინდა.
ამბობენ, რომ ჯონსონს რეალურად 9-ზე მეტი შვილი ჰყავს.