საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.
ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.