„ქართული ოცნების“ რიგითი „ტიტუშკა“ თავს დაესხა გრიგოლ გეგელიას, პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა მძიმე კრიზისში შეიყვანა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე მაშინ გადადიან, როდესაც ჩამოშლის პირას არიან.
„ქართული ოცნების“ რიგითი „ტიტუშკა“ თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას. დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ. პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე!
თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა, „ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო“. ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ. როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! – როცა ჩამოშლის პირას არიან.
გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი, მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა“, – წერს ხაზარაძე.