უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასობრივ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კიევმა არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა.
„რთული ღამე მთელი უკრაინისთვის...
... ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვია.
უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, როგორც სრული, ასევე ცაში.
ეს ყველაფერი უგულებელყოფილია. აშკარაა, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა გვჭირდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი სანქციებს აშშ-სგან, ევროპისა და ყველა პარტნიორისგან ელოდება.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსებმა კიევზე კომბინირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განახორციელეს, რამაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 15 ადამიანი.