აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა ახლახან დასრულდა. ის მალე ამოქმედდება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმებას. ამან შეიძლება რაღაც დიდამდე მიგვიყვანოს?“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
პოსტის გამოქვეყნების მომენტისთვის არცერთ მხარეს - არც კიევს და არც მოსკოვს - არ დაუდასტურებიათ, რომ შეთანხმება მიღწეული იყო ან გაცვლა შედგა.
უკრაინული მედიას წყარომ განუცხადა, რომ გაცვლა ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, პროცესი მიმდინარეობს.