ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია, ამიტომ შემდეგი შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, „პუტინზე გავლენის ყველა ბერკეტი არ არის ამოწურული...“. ეს ბერკეტები „შეიძლებოდა გაცილებით თამამად და თანმიმდევრულად გამოყენებულიყო“, - თქვა მან.
„ერთი ან ორი სახელმწიფოს გარდა, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ, ჩვენ სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება ადრეული გამოყენების მომხრე ვართ და მე მჯერა, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, სანქციების ახალი პაკეტი უკიდურესად პრინციპული უნდა იყოს და არ უნდა შეესაბამებოდეს ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც რუსეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვებს წინააღმდ გამოდიან».
„ახალი სანქციების პაკეტმა უნდა მოიცვას რუსული ნავთობისა და გაზის ყველა მთავარი მიმღები - Nord Stream 1 და Nord Stream 2, ასევე SWIFT პროგრამიდან ყველა რუსული ბანკის გათიშვა“ - განაცხადა ნაუსედამ.
მან ასევე დასძინა, რომ აუცილებელია „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების გამოყენება, მათ შორის ურანის იმპორტის აკრძალვა, კორპორაციის აღმასრულებლების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები.
„მესმის, რომ ეს კვლავ შეეჯახება სახელმწიფოების გარკვეულ ინტერესებს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა ყველა ჩვენგანის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია. ამ ინტერესებს ზოგჯერ სახელმწიფოების გარკვეული ინტერესები შეიძლება შეეწიროს“, - განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, 20 მაისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.