დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას თქვა.
"ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდევაც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი რა არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ მზად ვართ, მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია [ურთიერთობების] გადატვირთვა. თუნდაც გუშინ გამოჩნდა იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან. პრინციპში, გუშინ დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, რადგან ეს ჩანს თავისთავად", - განაცხადა ყაველაშვილმა.