სტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანება.
"დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, როდესაც უკანონოდ დააკავა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, დროა, დემოკრატიული ერები სიტყვებით არ შემოიფარგლონ, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესონ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს მომავლის დაბრუნებაში მხარი დაუჭირონ. გაათავისუფლეთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი!" - წერს მარკო მიჰკელსონი.