27-28 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იმართება ევროპის ქირურგთა საზოგადოების მე-13 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს გამოჩენილი ქირურგები. ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროპის ქირურგთა კონგრესები ჩატარდა ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ევრო გაერთიანების ქვეყანას, საბჭო გამოხატავს დიდ ნდობას და იმედს რომ აღნიშნული მოვლენა გახდება ქვაკუთხედი საქართველოს ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციისა.
ევროპის ქირურგთა საზოგადოების დირექტორთა საბჭოში ერთიანდებიან ქირურგიის გამოჩენილი მოღვაწეები და კორიფეები. საქართველოდან ბოლო 8 წლის განმავლობაში აღნიშნული საზოგადოების მიერ გამართულ კონგრესებში აქტიურად მონაწილეობენ "ავერსის კლინიკის~ პროფესორი ქირურგები.
მსგავსი სახის კონგრესის ჩატარება უპრეცენდენტოა პოსტსაბჭოთა სივრცეში. კონგრესის მასპინძელი და ორგანიზატორია _ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი~ კონგრესის ძირითადი სპონსორია _ კომპანია "ავერსი~.