უკრაინასთან სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს; არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არავის სურს პროცესის გაჭიანურება, ყველა დინამიურად მუშაობს“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ სამუშაოს დიდი ნაწილი „გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ არ უნდა გამოქვეყნდეს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 მაისს აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა კიევთან ითანამშრომლოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხებს და კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს.