მოსკოვი რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „უცნაურად“ მიიჩნევს. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
„რუმინეთში არჩევნები, სულ მცირე, უცნაური იყო... ჩვენ ვიცით კანდიდატის (კალინ ჯორჯესკუს) ისტორია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა. ყოველგვარი გამართლების გარეშე, ის უბრალოდ ძალით ჩამოაშორეს რბოლას. ასეთი ფავორიტი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში, გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა“, - თქვა მან.
პესკოვი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია - სავარაუდოდ „ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“.
„ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც დღის სინათლეზეა. მერწმუნეთ, ასეთი ფრაგმენტები გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ და მე ვიცით“, - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუმუნეთის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა ნიკუშორ დანიმ გაიმარჯვა.