კრემლში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ სატელეფონო საუბარს მნიშვნელოვანი უწოდა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ფონზე და ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის ზუსტი დრო გამოაცხადეს.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, სატელეფონო საუბრის დრო უკვე შეთანხმებულია და ის ორშაბათს, 17:00 საათზე [თბილისის დროით 17:00 ] შედგება.
მან ასევე დასძინა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა მათ პირად შეთანხმებებზეა დამოკიდებული და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კარგად უნდა იყოს მომზადებული.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში შესაძლო ვიზიტზე შეთანხმება, საჭიროების შემთხვევაში, „დაუყოვნებლივ“ იქნება შესაძლებელი.