პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. ტშასკოვსკი და ნავროცკი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან, რომელიც პირველ ივნისს ჩატარდება.
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 67,31%-მა მიიღო, რაც 2020 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით უფრო მაღალია, როდესაც 64,51%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 18 მაისს გაიმართა