აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ერთი გუშინ, რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ორივე ქვეყნის საერთო მიზნზე ისაუბრა.
როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს საერთო მიზანი აქვთ - „დაასრულონ არასაჭირო სისხლისღვრა უკრაინაში“.
„ჩვენ განვიხილეთ უახლესი ცნობები მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტისა მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესახებ“, - დაწერა მან Х-ზე.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 18 მაისს რომში მას „კარგი შეხვედრა“ ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დივენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
მან დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა „ნამდვილი დიპლომატიისთვის“ და მოუწოდა „ადრეული, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“.