პორტუგალიაში კვირას, 18 მაისს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგადაც შესაძლოა სტაბილური მთავრობა არ ჩამოყალიბდეს. იუწყება Reuters.
მიმდინარე არჩევნები პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს ხელმძღვანელობით მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ დაინიშნა.
პროცესს წინ უძღოდა სკანდალი პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგრუს ოჯახის გამდიდრებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა საკონსულტაციო ფირმას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნოდა. მან ხელშეკრულებები გააფორმა კერძო კომპანიებთან, რამაც, ოპოზიციის განცხადებით, მონტენეგრუს გამდიდრება გამოიწვია.
თავად პრემიერი უარყოფს რაიმე ინტერესთა კონფლიქტს. საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმი თავად პრემიერმა წამოაყენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მისი ოჯახის ბიზნესის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნას.