რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელიც პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა, და დამოუკიდებელ კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. ექსპერტების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ამომრჩეველთა აქტივობასა და საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელების ხმებზე.
საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 21:00 საათზე დაიხურება.