აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს, მათ შორის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის პირდაპირ შეხვედრას. ამის შესახებ რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიომ დაადასტურა, რომ ვატიკანმა შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრის ორგანიზება, ასევე მოლაპარაკებების ნებისმიერი სხვა ფორმატის, მათ შორის ტექნიკური ფორმატის მიღება.
„ეს ნამდვილად დიდსულოვანი შეთავაზებაა, რომლის მიღებაც შესაძლებელია. ეს არის ადგილი, სადაც ყველა მხარეს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე რომ, იმედია, მივაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც მოლაპარაკებები რეგულარულად გაიმართება და ვატიკანი ერთ-ერთი ვარიანტი იქნება“, - განაცხადა რუბიომ.