უკრაინის თავდაცვის მინისტრის განაცხადა, რუსეთი და უკრაინა 1000/1000-ზე ფორმულით ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით თარიღი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ცეცხლის შეწყვეტის „ყველა მოდალობა“. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დეტალებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაც.
შემდგომში, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, მსგავსი განცხადება გააკეთა.