მედიის ცნობით, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე რუსეთთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობს.
უკრაინას წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მოადგილეები და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი.
მედიის წყაროებმა უკრაინის დელეგაციიდან განაცხადეს, რომ რუსებთან კომუნიკაცია თარჯიმნის მეშვეობით მიმდინარეობს.