სტამბოლში უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მოხარულია სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ხილვით.
„ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე წინ წავიწიოთ,“-განაცხადა ფიდანმა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაცია პირდაპირ აეროპორტში გაემართება.