აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას როგორც კი ამ შეხვედრის ორგანიზებას შეძლებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ამის შესახბე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნების წინ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება.
„ახლა სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ყოველ კვირაში საშუალოდ 5 ათასი ახალგაზრდა იღუპება ომში, რომელიც არსად მიდის. ეს სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდის მოლაპარაკებებზე, ზელენსკი მიდიოდა მოლაპარაკებებზე. მე ვთქვი, თუ მე არ ჩავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ ჩავიდოდა. და ის არ ჩავიდა. მე მესმის ეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მე შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.