სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინის, თურქეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
შეხვედრაზე იმყოფებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში ამერიკის ელჩი ტომ ბარაკი და უკრაინის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.