თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი კონია იყო.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგები თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.