არავინ დაიჯეროს, რომ კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ახლა დადგინდეს რაღაც სიმართლე, რომელიც 12 წლის თუ მეტის განმავლობაში არ იქნა დადგენილი. შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები და პოლიტიკოსები არ მივიდნენ, შემდეგ მიეცეთ საშუალება, დააჯარიმონ თუ დაიჭირონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, კომისიაზე პოლიტიკოსების არმისვლის მიზეზი გასაგებია, რადგან პარლამენტიც და აღნიშნული კომისიაც არალეგიტიმურია.
„დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, იმის შემდეგ, რაც შეიქმნა ამისთვის ეს საინვესტიგაციო კომისია. არავინ დაიჯეროს, რომ ეს შეიქმნა იმისთვის, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 წლის თუ მეტის განმავლობაში არ იქნა დადგენილი, ახლა დადგინდეს. არა, ეს შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები, რომ ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ – გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტიც და, მაშასადამე, კომისია – და შემდეგ მიეცეთ საშუალება, რომ დააჯარიმონ თუ დაიჭირონ. დაიწყო ეს ტალღა, მიმდინარეობს და ეს არის რეპრესიების ერთ-ერთი ახალი ფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.