გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.
"გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.
შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა 'ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია", - უთხრა "ფორმულას" გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.