უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France-Presse უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
„პრეზიდენტი თავის ვიზიტს ანკარაში ერდოღანთან იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება.