უკრაინული მედიის ცნობით, სუმის ოლქში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეჰ გრიგორივი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს მიაყენეს.
მედიის ცნობით,14 მაისის შუადღისას, რუსეთის ძალებმა სუმის სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.