ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საკუთარი პოზიცია ღიად დაუფიქსირა.
"ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სურთ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან. თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. " განაცხადა ქსავიე ბეტელმა. [თარგმანი "ფორმულა"]