10 მაისის ღამეს პაკისტანმა ინდოეთის მხრიდან აგრესიის საპასუხოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
განცხადებას პაკისტანის მთავრობა სოციალიარუ ქსელ Х-ში აქვეყნებს.
„ოპერაცია „ბანიან ალ მარსუსი“ დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პაკისტანის ჯარებმა „ინდოეთის აგრესიის“ საპასუხოდ ოპერაციები დაიწყეს.
CNN აღნიშნავს, განცხადება პაკისტანის მიერ ინდოეთის სამხედრო საჰაერო ბაზებზე თავდასხმის შესახებ გავრველებული ცნობების შემდეგ მალევე გაკეთდა.
ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, პაკისტანის მთავრობამ X-ში გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ინდოეთი პაკისტანის პასუხისთვის უნდა მოემზადოს“.
„პაკისტანის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან დაიცვან სამშობლო, საჰაერო სივრცე და ეროვნული უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანმა ასევე განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ინდოეთის პათანკოტის აეროდრომსა და უდამპურის საჰაერო ბაზაზე.
პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების თქმით, შურისძიების მიზნით, მათ ინდოეთის საჰაერო ძალების ბაზები დაბომბეს, საიდანაც, სავარაუდოდ, პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.