"ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად" - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის ამ წუთებში იკითხება.
პოლიციის ე.წ. დაზარალებული მაღალჩინოსანი ისევ ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
"პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მომკიდა და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს... მე განვიცადე ტკივილი", - Netgazeti-ს ცნობით, თქვა ირაკლი დგებუაძემ პროცესზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს
ფოტო: პუბლიკა