აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში მისიის დროს მეორე გამანადგურებელი F/A-18 Super Hornet-ი დაკარგა, რომელიც ავიამზიდ «ჰარი ტრუმენზე“-ზე იყო ბაზირებული.
ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი, შესაძლოა, იმ აღჭურვილობის ტექნიკური გაუმართაობა იყოს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავის ავიამზიდის გემბანზე დაშვებას.
F/A-18-ის ეკიპაჟის ორივე წევრმა დაშვებისას კატაპულტირება მოახერხა, ისინი ბორტზე სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს.
60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გამანადგურებელი ზღვაში გადავარდა და ჩაიძირა.
აპრილის ბოლოს, ავიამზიდ „ჰარი ტრუმენზე“ დაშვებისას კიდევ ერთი F/A-18 -ის ტიპის გამანადგურებელი გადავარადა.
CNN-ის წყარომ იმ მაშინ განაცხადა, რომ ავიამზიდმა, როგორც ჩანს, მკვეთრად შემობრუნდა იემენელი ჰუსიტების ცეცხლის თავიდან ასაცილებლად, რის გამოც თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა.
თავად ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს ავიამზიდ „ჰარი ტრუმენს“.