ღაზის სექტორში ახალი შეტევა იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ დამარცხებაა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, ანკლავის ტერიტორიის რომელი ნაწილი იგულისხმა.
„მოხდება მოსახლეობის სხვა ადგილზე გადაყვანა, მათივე დაცვის მიზნით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელი ჯარისკაცები ღაზაში არ შევლენ, არ დაიწყებენ რეიდებს და შემდეგ უკან არ დაიხევენ.
მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომში აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ომი ჯერ არ დაუსრულებია და ღაზაში გამარჯვების მიღწევა სურს.