აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას. ამის შესახებ Kyiv Post-ი იუწყება.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ტრამპის ადმინისტრაციამ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, კონგრესს აცნობა.
საუბარია სამხედრო დანიშნულების საქონლის, მათ შორის ტექნიკური მონაცემებისა და გარკვეული მომსახურების გაყიდვაზე.
ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვისთვის თანხმობა გასცა.
შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.