რუსეთის ხელისუფლება მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 აპრილს განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა ეს პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს 25 აპრილს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს გადასცა.
მაშინ კრემლმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან გუშინდელი საუბრისას ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს,“ - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, „პუტინმა ამის შესახებ უკვე არაერთხელ ისაუბრა“.
26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“.
22 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად იყო მოსკოვთან „ნებისმიერ ფორმატში“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ აღიარებს ყირიმის ანექსიას.
26 აპრილს ვატიკანში დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოვიდა უკრაინაში „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებით.