ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღნიშნული მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხეა. 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, 57 კგ-ში ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო 81 კგ-ში ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი.